იძულებითი მართვის შედეგად ამოღებული თანხები, მიმდინარე დანახარჯის გამოკლებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანება. ქონების მართვასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უშუალოდ შემოსავლებიდან ხდება.
იძულებითი მართვისგან მიღებული შემოსავლები (ყველა დანახარჯის გამოკლებით) ნაწილდება განაწილების გეგმის საფუძველზე, რომელსაც ადგენს მმართველი და ამტკიცებს სასამართლო.