მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია რომელიც საჭირო და აუცილებელია მმართველობითი უფლებამოსილების სრულყოფილი განხორციელებისათვის;
სასამართლოსგან მიიღოს კონკრეტული მითითებები;
მიიღოს კუთვნილი ანაზღაურება დადგენილი წესით და ოდენობით;
სასამართლოს გადაწყვეტილებით მოიხმაროს მიწის ნაკვეთის შემოსავალი და მისი ამონაგები თავისი და ოჯახის წევრების აუცილებელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (როცა მმართველი მოვალეა).
მმართველის მოვალეობები:
მმართველი ვალდებულია ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები;
მმართველი პასუხისმგებელია ყველა იმ ვალდებულებაზე რომელიც მას ყველა მონაწილე მხარის მიმართ აქვს;
მმართველი ნახევარ წელიწადში ერთხელ და მმართველობის დასასრულს გაწეული საქმიანობის შესახებ აღმასრულებელს წარუდგენს ანგარიშს, რომელსაც იგი შემდეგ კრედიტორსა და მოვალეს წარუდგენს;
მმართველი ადგენს განაწილების გეგმას, რომელსაც სასამართლო ამტკიცებს და მის საფუძველზე ანაწილებს ნივთისგან მიღებულ ნაყოფს, ხარჯების (მათ შორის მართვის ხარჯების) გამოკლებით;
მმართველი იძულებითი მართვის შედეგად ამოღებულ თანხებს ხარჯების გამოკლებით შეიტანს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე და ამის თაობაზე აცნობებს აღმასრულებელს;
მმართველი სასამართლოს აცნობებს კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.