დღეიდან აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების მომსახურება ამოქმედდა, რომელიც რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს მხარეებს ვადამოსული ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავა სასამართლო პროცედურების გავლის გარეშე, სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მოაგვარონ.
მიმდინარე წლის 2-4 მაისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ კეიპტაუნში გამართულ აღმასრულებელთა საერთაშორისო ასოციაციის კონგრესში მიიღო მონაწილეობა. ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა საერთაშორისო ასოციაციასთან უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებსა და კერძო აღმასრულებლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალისტებმა თავიანთ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია ბიუროს ახალი სერვისებისა და პროცედურების შესახებ.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საბანკო-საფინანსო და სადაზღვევო სექტორისათვის ახალი სერვისის "გამარტივებული წარმოების" პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული სერვისი აღსრულების ეროვნულ ბიუროში მაისის დასაწყისიდან ამოქმედდება.
მიმდინარე წლის 11 და 12 აპრილს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრატეგიული დაგეგმარებისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრები გაიმართება, რომელიც სიდა-ს პროექტის ფარგლებში შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს (SEA) მიერაა ორგანიზებული. შეხვედრებს წარუძღვებიან შვედი ექსპერტები: პიტერ კაბენესი და მაგნუს ვესტერსტრომი.
8 აპრილს შარდენზე იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად პროკურატურის, საჯარო და სამოქალაქო რეესტრების, იუსტიციის სახლის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის, ეროვნული არქივის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საკანონმდებლო მაცნეს თანამშრომლები გაერთიანდნენ.
2012 წლის 3 მარტიდან ამოქმედდა ახალი ცვლილებები, რომელიც „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში შევიდა. ცვლილების თანახმად, პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა კიდევ ერთი ქვეპუნქტი, რომელიც ავტორიზებული პირის არსებობის შემთხვევაში, მისი მეშვეობით მოძრავი ქონების გაყიდვის პირობებს განმარტავს.
იუსტიციის სამინისტრო 8 აპრილს აწყობს საქველმოქმედო აქციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად. აქციის ფარგლებში ბავშვები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად სტუმრად ეწვევიან იუსტიციის სასწავლო ცენტრს, მოხატავენ და მორთავენ თიხის ქოთნებს, ხოლო შემდგომ ისინი ამ ქოთნებში გადმორგავენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ სათბურში გამოყვანილ მცენარეებს